სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით, ცესკო-ს დღეს მიმართავს
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით, ცესკო-ს დღეს მიმართავს

პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით დღეს მიმართავს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ცესკო-ს  15:00 საათზე წარედგინება.

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობის შესახებ განცხადება გასულ კვირაში გააკეთა და  საზოგადოებასა და ბიზნესწრეებს  მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ამასთან, დაუჭერს თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნება“, მმართველ გუნდს ჯერ არ გადაუწყვეტია.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.