სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის – „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.

სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდება და სტუდენტებისათვის, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, საჯარო ლექციას წაიკითხავს.