სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს შეხვდა

16:02, 17.09.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა და სახალხო დამცველმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

მსგავსი