სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

19:46, 07.12.2024

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა სალომე ზურაბიშვილმაც.

„გმადლობ, პრეზიდენტო ზელენსკი, ქართველი ხალხის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის გაიმარჯვებს – ამას ალტერნატივა არ აქვს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში.

სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით საფრანგეთში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა.

მსგავსი