სალომე ზურაბიშვილი - საფრანგეთის პრეზიდენტის ზარს ველოდები, რომელმაც გამარჯვება წერილობით უკვე მომილოცა
სალომე ზურაბიშვილი - საფრანგეთის პრეზიდენტის ზარს ველოდები, რომელმაც გამარჯვება წერილობით უკვე მომილოცა

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები ულოცავენ.

ჟურნალისტებთან საუბარში ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვება ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ უკვე მიულოცა.

„ლიეტუვის ქალმა პრეზიდენტმა გამარჯვება ღამით „ტვიტერით“ მომილოცა. დაველოდები, შეთანხმებულია, რომ უნდა დარეკოს. საფრანგეთის პრეზიდენტის ზარს ველოდები, რომელიც არგენტინაშია, მაგრამ წერილობით უკვე მომილოცა. ასევე განცხადება გაკეთდა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც“, – დასძინა ზურაბიშვილმა.