სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიას დიდი ჯიხაიშიდან დაიწყებს
სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიას დიდი ჯიხაიშიდან დაიწყებს

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიას დღეს ოფიციალურად დაიწყებს.

ზურაბიშვილი კამპანიას მისი წინაპრის, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან, დიდი ჯიხაიშიდან იწყებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ ღონისძიებაზე ვრცელი გამოსვლა ექნება, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, კიდევ ერთხელ ისაუბრებს საკუთარ პოზიციაზე ავლაბრის სასახლეში შესვლის საკითხთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 13 აგვისტოს მიმართა.​ გუშინ კი საჭირო ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დაწყების ღონისძიება დიდ ჯიხაიშში 15:00 საათზეა დაგეგმილი.