სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის ქმედებების მთავარი მიზანია, შეგვაცვლევინოს ევროინტერგაციისკენ მიმავალი გზა, შეგვიცვალოს მომავალი, ჩვენ ამას არ დავუშვებთ
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის ქმედებების მთავარი მიზანია, შეგვაცვლევინოს ევროინტერგაციისკენ მიმავალი გზა, შეგვიცვალოს მომავალი, ჩვენ ამას არ დავუშვებთ

საჰაერო სივრცის დარღვევა არის იგივე, რაც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ეს არის რუსეთის უკვე ჩვეულებრივი ქმედება. ჩვენც ვართ ამ მდგომარეობაში, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ამ ქმედებების წინააღმდეგ სოლიდარობა საუკეთესო პასუხია.

„ეს არის მუდმივი დარღვევა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ამაში არ არის არაფერი ახალი რუსეთის მხრიდან, როცა მიმდინარეობს იმ ტიპის სრულყოფილი აგრესია მისი მეზობელი ქვეყნის მიმართ. ამ შემთხვევაში, ამაზე ჩვენი პასუხი არის კიდევ მეტი სოლიდარობა ჩვენს შორის, კიდევ მეტი სოლიდარობა ევროკავშირთან, ჩვენს გზაზე ურყევი სიარული, რომ არაფერმა შეგვიცვალოს ეს გზა. ეს იყო და არის საქართველოს მიდგომა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად და იმ ყოველდღიური წნეხის მიუხედავად, რაც ხორციელდება იმით, რომ ხან იცვლება ეს საოკუპაციო ხაზი, ხან გატაცებები ხდება ჩვენი მოქალაქეების. ჩვენ მაინც მივდივართ ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან ვიცით, რომ მთავარი მიზანი რუსეთის ქმედებების არის, შეგვაცვლევინოს ეს გზა, რომ შეგვიცვალოს მომავალი, ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.