სალომე ზურაბიშვილი - როგორც პრეზიდენტი პროვოკაციებს არ ავყვები, რადგან, როცა ხარ პატარა ქვეყანა, მტერზე ჭკვიანი უნდა იყო
სალომე ზურაბიშვილი - როგორც პრეზიდენტი პროვოკაციებს არ ავყვები, რადგან, როცა ხარ პატარა ქვეყანა, მტერზე ჭკვიანი უნდა იყო

როგორც პრეზიდენტი, პროვოკაციებს არ ავყვები, რადგან როცა ხარ პატარა ქვეყანა, მტერზე უფრო ჭკვიანი უნდა იყო, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ჟურნალისტების კითხვის პასუხად, ისევ ფიქრობ თუ არა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.

„ჯერ, ტერმინებში უნდა ვიყოთ სწორი. ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა. ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში და საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების. ეს არის ცნობილი ყველასთვის, ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა. ჩვენ ამას არ გადავხედავთ და ომის ტრაგედია არის ჩვენი ტრაგედია.

როგორც პრეზიდენტი ერთ რამეს გეტყვით, რომ პროვოკაციებს, რომლებზედაც მაშინ გვაფრთხილებდნენ ჩვენი პარტნიორები, ამერიკელები და ევროპელები,  არ ავყვები, რადგან, როცა ხარ პატარა ქვეყანა, შენ მტერზე უფრო ჭკვიანი უნდა იყო“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.