სალომე ზურაბიშვილი - რადგან აშენებულია სასახლე, უნდა დარჩეს სახელმწიფო მნიშვნელობის შენობად
სალომე ზურაბიშვილი - რადგან აშენებულია სასახლე, უნდა დარჩეს სახელმწიფო მნიშვნელობის შენობად

პრეზიდენტის სასახლე უნდა დარჩეს სახელმწიფო მნიშვნელობის შენობად, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში საპრეზოდენტო პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე შესაძლოა იყოს  პროტოკოლის სახლი, ან უცხოელი სტუმრების მიღების ადგილი.

„რადგან აშენებულია სასახლე, უნდა დარჩეს სახელმწიფო მნიშვნელობის შენობად, მაგრამ ვთვლი, რომ ორბელიანების სასახლე არის სრულიად შესაფერისი პრეზიდენტისთვის. რაც შეეხება  ახლანდელ სასახლეს, შესაძლოა, ის იყოს უცხოელი სტუმრების მიღების, ან პროტოკოლის სახლი“,-განაცხადა მან.