სალომე ზურაბიშვილი - ქართველი ერი შოკირებულია რუსეთის აგრესიით უკრაინაში, სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ, დიდება უკრაინას
სალომე ზურაბიშვილი - ქართველი ერი შოკირებულია რუსეთის აგრესიით უკრაინაში, სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ, დიდება უკრაინას

ჩვენ სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ქართველი ერი შოკირებულია რუსეთის აგრესიით უკრაინაში.

„ქართველი ერი შოკირებულია რუსეთის აგრესიით უკრაინაში. ჩვენ სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მოვუწოდებთ სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ. დიდება უკრაინას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.