სალომე ზურაბიშვილი - ქართული ჯარი დგას სამშობლოსადმი ერთგულებაზე, თავდადებასა და ღირსებაზე, არის და იქნება ჩვენი პარტნიორებისთვის სანდო და საიმედო ძალა
სალომე ზურაბიშვილი - ქართული ჯარი დგას სამშობლოსადმი ერთგულებაზე, თავდადებასა და ღირსებაზე, არის და იქნება ჩვენი პარტნიორებისთვის სანდო და საიმედო ძალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ქართულ ჯარს მიმართა და პროფესიონალიზმისთვის, ერთგულებისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი, ქართული ჯარი იდგა და დგას სამშობლოსადმი ერთგულებაზე, თავდადებასა და ღირსებაზე. ქართული ჯარი იყო, არის და იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი. ქართული ჯარი არის და იქნება ჩვენი პარტნიორებისთვის სანდო და საიმედო ძალა. ქართული ჯარი არის სახე ჩვენი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები ყოველდღიურად გვასახელებენ.

მინდა, ყველას საზოგადოების სახელით მადლობა მოგახსენოთ და გამოვხატო თქვენ მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა. მინდა, ბატონო გენერალო, თქვენ გისურვოთ დიდი წარმატება ქვეყნის სამსახურში. ახალ თანამდებობაზე, ახალი პასუხისმგებლობით აღჭურვა იქნება საჭირო, რომ თქვენ ჩვენს ჯარს წინ უძღვეთ, ქვეყნის მთლიანობისკენ მიმავალი ჩვენი ჯარი თქვენით, თქვენი იმედით არის დღეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.