სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია, მაგალითი მივცეთ სხვებს
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია, მაგალითი მივცეთ სხვებს

თავდაცვის ძალებისთვის იწყება ახალი ეტაპი განვითარების, გაძლიერების, ალბათ რაც ყველაზე მთავარია და ყველაზე მეტად გვჭირდება, ინსტიტუციური მდგრადობის,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მას ევალება თავდაცვის ძალების ოპერატიული მართვა, დაგეგმვა, მზადყოფნა და მთლიანად განვითარება.

„დღეს ქართული ჯარისთვის დგება მეტად მნიშვნელოვანი დღე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების დღე. ეს ნიშნავს, რომ იწყება თავდაცვის ძალებისთვის ახალი ეტაპი განვითარებისა, გაძლიერებისა, და რაც ალბათ ყველაზე მთავარია და რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ინსტიტუციური მდგრადობისა.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რამეთუ მას ევალება ჩვენი თავდაცვის ძალების ოპერატიული მართვა, დაგეგმვა, მზადყოფნა და მთლიანად განვითარება.

მეთაურს აბარია უდიდესი პასუხისმგებლობა, მით უმეტეს, როცა ქვეყანა ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას დღეს კიდევ, როცა დღეს კიდევ დარღვეულია ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. როცა მართვაში სამაგლითო მიზანდასახულობა და თანმიმდევრულობა მოგვეთხოვება.

ურთულეს გამოწვევებთან გასამკლავებლად აუცილებელია მომავალზე ორიენტირება, შეუფერხებელი განვითარება და რა თქმა უნდა, მტკიცე ნება საამისოდ.

ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია, მაგალითი მივცეთ სხვებს. საქართველოს თავდაცვის ძალებს აქვს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა და მჯერა, რომ ამ თანამშრომლობის საბოლოო შედეგი იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება საქართველოს და საქართველო მოიპოვებს თავის ადგილს ევროპულ ოჯახში.

ამ დღევანდელ მნიშვნელოვან მომენტში მინდა განსაკუთრებული მადლობა მოვახსენო გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, რომელიც თავდაცვის მეთაურის თანამდებობაზე მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურა სახელმწიფოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, სრულ ნდობას უცხადებს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, რომელიც თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილებას გადაიბარებს.

„დღეიდან კი, უარღესდად საპასუხისმგებლო მისიას გენერალი გიორგი მათიაშვილი გადაიბარებს. მე სრულ ნდობას ვუცხადებ მას ამ თანამდებობობაზე და მჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, თავდაცვის ძალები კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი