სალომე ზურაბიშვილი - ქალბატონი გურანდა იყო ჩვენი საყვარელი მსახიობი, ვუსამძიმრებ ოჯახსა და საქართველოს
სალომე ზურაბიშვილი - ქალბატონი გურანდა იყო ჩვენი საყვარელი მსახიობი, ვუსამძიმრებ ოჯახსა და საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან ვწუხვარ ქალბატონი გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო.

ის მთელი გულით ქმნიდა დაუვიწყარ მხატვრულ სახეებს ქართულ თეატრსა და კინოში. ქალბატონი გურანდა იყო ჩვენი საყვარელი მსახიობი, – ყოველთვის ღიმილიანი და სიცოცხლით სავსე.

ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მთელს საქართველოს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.