სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტის პოსტის დღევანდელი კონფიგურაცია ისეთია, რომ არ შეიძლება, პრეზიდენტობის კანდიდატობაზე არ ვიფიქრო
სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტის პოსტის დღევანდელი კონფიგურაცია ისეთია, რომ არ შეიძლება, პრეზიდენტობის კანდიდატობაზე არ ვიფიქრო

პრეზიდენტის პოსტის დღევანდელი კონფიგურაცია ისეთია, რომ არ შეიძლება, პრეზიდენტობის კანდიდატობაზე არ ვიფიქრო, – განაცხადა მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. 

„2013 წელს პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი, რადგან ვთვლიდი, რომ შესაძლებელი იყო, ამ პოსტისთვის ერთ–ერთი სერიოზული კანდიდატი ვყოფილიყავი. ვნახოთ, მომავალ თვეებში რას გადავწყვეტ. გადაწყვეტილებას როცა მივიღებ, ყველას ერთდროულად შეგატყობინებთ. რაც შეეხება იმას, მიმდინარეობს თუ არა ჩემთან ამ საკითხზე კონსულტაციები, გეტყვით, რომ მთავარი კონსულტაცია ჩემს თავთან მაქვს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამ განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მიმდინარეობს თუ არა მასთან კონსულტაციები და შესაძლებელია თუ არა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის პოსტზე მისი კანდიდატურა მმართველმა გუნდმა წარადგინოს.