სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტი ხალხის მსმენელი და მათი პრობლემების ხელისუფლებამდე მიმტანი უნდა იყოს
სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტი ხალხის მსმენელი და მათი პრობლემების ხელისუფლებამდე მიმტანი უნდა იყოს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს ხელმოწერების შეგროვების კამპანიის ფარგლებში ზესტაფონში ჩავიდა.

ზურაბიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ისეთი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს, რომელიც ხალხს მოუსმენს და მათ პრობლემებს ხელისუფლებამდე მიიტანს.

„პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხის მსმენელი და ხელისუფლებამდე იმ პრობლემების მიმტანი, რომელიც მოსახლეობას აწუხებს” – განაცხადა ზურაბიშვილმა, რომელიც დღეს კიდევ ორ ქალაქში – ხაშურსა და ბორჯომში ჩავა.

სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად, რეგიონებში უკვე 27 000 ხელმოწერა შეგროვდა. ამ დროისათვის ზურაბიშვილი უკვე 10 ქალაქში იმყოფებოდა.

ხელმოწერების კამპანიის დასრულებამდე ორი კვირა რჩება.