სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში შრომითი დავის საკითხს, ამავე დროს მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას შრომით უსაფრთხოებაში ევროპული სტანდარტის აუცილებლობას
სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში შრომითი დავის საკითხს, ამავე დროს მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას შრომით უსაფრთხოებაში ევროპული სტანდარტის აუცილებლობას

პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

საქართველოს პრეზიდენტი შრომის უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

„ამავე დროს მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია. თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

პროტესტის ნიშნად, 15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ერთ-ერთმა მაღაროელმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა.