პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი პრაღაში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრაღაში მიმდინარე GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველსა და საფრანგეთის ევროპის მინისტრთან, ბენჯამინ ჰადადთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა „საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ მასობრივ რეპრესიებზე, პოლიტიკური ფიგურების ციხეში ჩასმაზე, დიდი ოდენობით ჯარიმებზე, საზოგადოების იმ წარმომადგენლების მასობრივ დაჯარიმებაზე, რომლებიც არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ საგარეო კურსსა და პოლიტიკას“.