სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას

15:17, 23.07.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველ სექტემბერს მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პოლონეთში, ვარშავაში გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, ღონისძიებას ერთობლივად უმასპინძლებენ პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.

ასევე მისი ინფორმაციით, 2 სექტემბერს ვარშავაში გაიმართება კონფერენცია თემაზე „ქალთა როლი პოლიტიკაში”, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვა.

მსგავსი