სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევა.

სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის, ესტონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან.

პრეზიდენტი ასევე სიტყვით გამოვა გამოფენის „50 ქალი საქართველოდან“ გახსნაზე და კონფერენციაზე „ქალთა როლი პოლიტიკაში“.

დატოვე კომენტარი