სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ესაუბრა
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას ესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და პოლონეთის მხარდაჭერის საკითხები.

„იმის გათვალისწინებით, რომ პოლონეთი მომავალ წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტს საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომელიც ეუთო-ს მხარდაჭერით, თბილისში, ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ანჯეი დუდა საკითხით დაინტერესდა და განაცხადა, რომ ის ეუთოს ფარგლებში, პოლონეთის საქმიანობის პრიორიტეტებში ჯდება.