სალომე ზურაბიშვილი - პოლონეთი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო სრულყოფილად შეიყვანოს ევროპის კულტურულ სფეროში
სალომე ზურაბიშვილი - პოლონეთი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო სრულყოფილად შეიყვანოს ევროპის კულტურულ სფეროში

პოლონეთი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო სრულყოფილად შეიყვანოს ევროპის კულტურულ სფეროში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონური ინსტიტუტის გახსნისადმი მიძღვნილი მიღებაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში პოლონური ინსტიტუტის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთის კულტურული ინსტიტუტის გახსნა. კულტურის დარგში პოლონეთი გახდა ევროპაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც დაისახა მიზნად, საქართველო სრულყოფილად შეიყვანოს ევროპის კულტურულ სფეროში და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. რამდენიმე წელია, გაიხსნა ქუთაისში ინტერდისციპლინური ცენტრი, რომელიც არქეოლოგიისა და სხვა მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. მე, როგორც მომავალი პრეზიდენტი, ვფიქრობ, ამ დარგს საქართველოსთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს და ეს თანამშრომლობა ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ღონისძიება საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.