სალომე ზურაბიშვილი - პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა საბერძნეთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია
სალომე ზურაბიშვილი - პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა საბერძნეთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საბერძნეთის პრეზიდენტად კატერინა საკელაროპულუს არჩევას ეხმაურება.

პრეზიდენტის თქმით, ქალი პრეზიდენტის არჩევა საბერძნეთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა საბერძნეთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვულოცავ კატერინა საკელაროპულუს და ველოდები მასთან ახლო თანამშრომლობას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი მიკრბლოგ თვითერში.

საბერძნეთის პარლამენტმა პირველად ქვეყნის ისტორიაში ქალი პრეზიდენტი აირჩია.