საბერძნეთს ისტორიაში პირველად ქალი პრეზიდენტი ეყოლება

14:01, 22.01.2020

საბერძნეთის პარლამენტმა პირველად ქვეყნის ისტორიაში ქალი პრეზიდენტი აირჩია.

ქვეყნის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ გახდა, რომელიც ადრე სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი იყო. 63 წლის საკელაროპულუს 300 დეპუტატიდან 261-მა დაუჭირა მხარი. საბერძნეთის პრეზიდენტს ცერემონიალური როლი აკისრია, მას ხუთი წლის ვადით ირჩევენ.

კატერინა საკელაროპულუ მოვალეობის შესრულებას 13 მარტიდან დაიწყებს.

მსგავსი