სალომე ზურაბიშვილი - პატრიარქის შეურაცხყოფა არის ჩვენი ერის, კულტურისა და ტრადიციების შეურაცხყოფა
სალომე ზურაბიშვილი - პატრიარქის შეურაცხყოფა არის ჩვენი ერის, კულტურისა და ტრადიციების შეურაცხყოფა

პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის შეურაცხყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის დღეს საკვირაო წირვაზე თანადგომის გამოსახატად მივიდა.

„პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის შეურაცხყოფა, არის ჩვენი კულტურისა და ტრადიციების შეურაცხყოფა. არის შეურაცხყოფა იმ ისტორიისა, რომელზეც დგას საქართველო და საქართველოს დამოუკიდებლობა. ამიტომ, მე მოვედი დღეს იმ თანადგომით, რომელიც არის პრეზიდენტის სრული მოვალეობა და ჩემი პერსონალური, პირადი გამოხატულება ამ თანადგომის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.