სალომე ზურაბიშვილი ომის ვეტერანებს შეხვდა და სახელმწიფო ჯილდოები გადასცა
სალომე ზურაბიშვილი ომის ვეტერანებს შეხვდა და სახელმწიფო ჯილდოები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დააჯილდოვა ვეტერანები: ზურაბ ადუაშვილი, ჯიმი ინატაშვილი და გრიგოლ ტოგონიძე.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანა და მისი ღირსება იზომება იმით, როგორ ექცევა ის ვეტერანებს, რადგან მათი პატივისცემა ქვეყნის პატივისცემას ნიშნავს და სწორედ ვეტერანთა დაფასებისა და პატივისცემის გამოხატულებაა ეს სახელმწიფო ჯილდოები.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და ვეტერანთა ოჯახის წევრები.