სალომე ზურაბიშვილი – ოკუპირებულ გალის რაიონში მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის იმ მძიმე და რთული ვითარების გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით

23:29, 12.03.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გალში, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ოკუპირებულ გალის რაიონში მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის იმ მძიმე და რთული ვითარების გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით.

ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში“, – აცხადებს პრეზიდენტი.

გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს სუს-მა გაავრცელა.

მსგავსი