სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია კიევში, უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში 23 ივნისს გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას შეხვდება. შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კიევში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.