სალომე ზურაბიშვილი - ნიუ-იორკზე თავდასხმებმა შეცვალეს ისტორიის სვლა, თუმცა გააერთიანეს მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში
სალომე ზურაბიშვილი - ნიუ-იორკზე თავდასხმებმა შეცვალეს ისტორიის სვლა, თუმცა გააერთიანეს მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

ნიუ-იორკზე თავდასხმებმა შეცვალეს ისტორიის სვლა, თუმცა გააერთიანეს მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ საქართველოს ახსოვს 11 სექტემბრის 2977 მსხვერპლი.

„18 წლის წინ ქალაქი ნიუ-იორკი, აშშ-ის ხალხი და მთელი მსოფლიო შეძრა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ. ნიუ-იორკზე თავდასხმებმა შეცვალეს ისტორიის სვლა, თუმცა გააერთიანეს მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს საქართველოს ახსოვს 11 სექტემბრის 2977 მსხვერპლი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.