სალომე ზურაბიშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის შეხვდა.

ნიკოლა სარკოზი საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად დღეს ჩამოვიდა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ასევე ჩამოვიდნენ ლიეტუვის სეიმის მარშალი ვიქტორას პრანკიეტისი, მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი ქრისტინა ლესნიკი და ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა, პოლონეთის სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰალინა შიმანსკა და სხვა სტუმრები.

თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაში მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.