სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ზურაბიშვილი სტოლტენბერგს პირველად შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებებიც გაკეთდა.

ამასთან, დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი  უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო.

სალომე ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს 21 იანვარს ეწვია და უკვე გამართა შეხვედრები ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ასევე ევროპარლამენტარებთან.