სალომე ზურაბიშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა [ფოტო/ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილისა და ფედერიკა მოგერინის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ფედერიკა მოგერინიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო კვლავ რჩება ევროკავშირის დღის წესრიგში და ის მოხარულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ბრიუსელშია.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს 21 იანვარს ეწვია და უკვე გამართა შეხვედრები ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროპარლამენტარებთან, მათ შორის ანა გომეშთან, კლერ მუდისთან, საჯად კარიმთან, ეიდი ჰაუტალასა და მაიკლ გალერთან.

დატოვე კომენტარი