სალომე ზურაბიშვილი – მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, დაჭრილებს კი, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

12:00, 20.01.2023

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.

„ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს. თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.

ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

მსგავსი