სალომე ზურაბიშვილი მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს
სალომე ზურაბიშვილი მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს.

„ყურბან-ბაირამი მშვიდობის, იმედის, თანადგომის, ადამიანზე ზრუნვის და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია. დღეს, პანდემიის პირობებში თანადგომა და ერთმანეთზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია! ყურბან-ბაირამის სულისკვეთება ჩვენი ყოველდღიურობის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ წელს სრულფასოვნად ვერ აღვნიშნავთ ამ დიდ დღესასწაულს, მინდა მივულოცო ჩვენს მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამი და ვუსურვო მშვიდობა, ერთიანობა და რაც მთავარია, ჯანმრთელობა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.