სალომე ზურაბიშვილი – გუშინ უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს, მსოფლიო შეესწრო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, მერების გატაცებას, ჟურნალისტებზე თავდასხმებს

18:55, 14.03.2022

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსოფლიო შეესწრო უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, მერების გატაცებას, ჟურნალისტებზე თავდასხმებს.

მისივე თქმით, ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს.

„გუშინ უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტი ძალადობრივად მოკლეს. მსოფლიო შეესწრო უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, მერების გატაცებას, ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმებს. ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“.

მსგავსი