სალომე ზურაბიშვილი - მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ცალსახად დაგმონ რუსეთის ქმედებები, რომელმაც უხეშად და ურცხვად დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა
სალომე ზურაბიშვილი - მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ცალსახად დაგმონ რუსეთის ქმედებები, რომელმაც უხეშად და ურცხვად დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა

ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტის თქმით, ეს არის უხეში თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე.

„ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს „ერთმორწმუნე ძმის“ ნამდვილ სახეს. სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას“, – წერს ზურაბიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.