სალომე ზურაბიშვილი - მოსახლეობას სჭირდება გაზრდილი უსაფრთხოება, მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირსა და ნატო-სთან
სალომე ზურაბიშვილი - მოსახლეობას სჭირდება გაზრდილი უსაფრთხოება, მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირსა და ნატო-სთან

აქტიურად ვიქნები ჩართული ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ დასახულ მიზანს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება მეტი ყურადღება და გაზრდილი უსაფრთხოება.

„ამ მიმართულებით უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის მისაღწევად გვჭირდება მეტი თანამშრომლობა ნატო-სთან. შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამ კუთხითაც მეტი, ძლიერი მხარდაჭერა გვჭირდება. აქტიურად ვიქნები ჩართული ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ დასახულ მიზანს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.