სალომე ზურაბიშვილი მომდევნო ვიზიტებს საფრანგეთში, გერმანიასა და ავღანეთში გეგმავს
სალომე ზურაბიშვილი მომდევნო ვიზიტებს საფრანგეთში, გერმანიასა და ავღანეთში გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომდევნო ვიზიტებს საფრანგეთში, გერმანიასა და ავღანეთში გეგმავს.

რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს,  როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თებერვლის დასაწყისში ქუთაისშიც ჩავა.

„შემდეგი თვის პროგრამა მოიცავს შემდეგ ვიზიტებს, ეს იქნება საფრანგეთი, გერმანია და ავღანეთი, როგორც გაცხადებული მქონდა ადრე. რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს,  ქუთაისში თებერვლის დასაწყისში ჩავალ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.