სალომე ზურაბიშვილი - მკლავს უიმედობა, რომელიც იგრძნობა ქვეყანაში, ყოველდღიურად უნდა ვიფიქროთ, როგორ გვეშველოს
სალომე ზურაბიშვილი - მკლავს უიმედობა, რომელიც იგრძნობა ქვეყანაში, ყოველდღიურად უნდა ვიფიქროთ, როგორ გვეშველოს

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმერეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ქუთაისის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი ვანის კულტურის სახლში ხვდება ამომრჩევლებს.

„მე მკლავს ის უიმედობა, რომელიც იგრძნობა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა გვეშველოს. ის, რაც გაკეთდა კახეთში არის სასწაული მეღვინეობის თვალსაზრისით. კახეთში ბრუნდებიან ახალგაზრდები და ეს არის მაგალითი, რომ შეიძლება გვეშველოს. დასავლეთის რეგიონისთვის კი მთავარი ამოსავალი არის მითოლოგიუდან წამოსული მედეა. ეს არის მედიცინა, ბალახები, ბალნეოლოგიური და სახალხო მედიცინა. ჩვენი ქალბატონები, რომლებიც არიან საზღვარგარეთ, კარგად აკეთებენ თავიანთ საქმეს და აქ არის არაჩვეულებრივი პოტენციალი. აქ არის კურორტი სულორი, რომელიც არის ვანში. ეს არის მაგალითი, თუ რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ფუნქცია, როდესაც ამბობენ, რომ უფუნქციო იქნება პრეზიდენტი. უამრავი საქმეა ქვეყანაში საკეთებელი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი