სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ ფეიკნიუსების გამავრცელებლებს, მოვიდნენ ლუგარის ლაბორატორიაში და ნახონ, ქვეყნის დამაზიანებელ როგორ ინფორმაციებს ავრცელებს ჩვენი დიდი მეზობელი
სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ ფეიკნიუსების გამავრცელებლებს, მოვიდნენ ლუგარის ლაბორატორიაში და ნახონ, ქვეყნის დამაზიანებელ როგორ ინფორმაციებს ავრცელებს ჩვენი დიდი მეზობელი

მინდა მივმართო მათ, ვინც ფეიკნიუსებს ლავრცელებს – მოვიდნენ, ნახონ და გაიგებენ, როგორი ცრუ ინფორმაციაა შემოსული ჩვენი მეზობელ ქვეყნიდან, რაც პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა დაზიანდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლუგარის ლაბორატორიაში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ლუგარის ლაბორატორია მთელ რეგიონში გამორჩეულია და თავის სტანდარტებს ყველაზე მაღალი დონის ლაბორატორიაა.

„ამერიკის ატლანტას ცენტრთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ საყოველთაოდ აღიარებულია მისი სტანდარტები და ტექნოლოგიები. აქ ყველაფერი დაცულია უმაღლესი სტანდარტებით ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. აქ ვართ ევროპაში და ევროპაში ვართ ამერიკის დახმარებით. ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი საქმე კეთდება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თანამშრომლებს და მივმართო მათ, ვინც ფეიკნიუსებს ავრცელებს – მოვიდნენ, ნახონ და გაიგებენ, როგორი ცრუ ინფორმაციაა შემოსული ჩვენი მეზობელი სხვადასხვა ქვეყნიდან და დიდი მეზობლისგან, რაც პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა დაზიანდეს და არა იმისკენ, რომ საქმე გაკეთდეს”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.