სალომე ზურაბიშვილი – მივესალმები უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას, ეს უკრაინის ერთობისა და გამძლეობის შედეგია
მივესალმები უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს.
ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„მივესალმები უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას. ეს უკრაინის ერთობისა და გამძლეობის შედეგია. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ქართველ ხალხს თქვენთან ერთად უხარია!“, – წერს ზურაბიშვილი.
I welcome Ukraine taking back Kherson. This is the result of Ukraine’s unity and resilience. A major step towards restoring its sovereignty and integrity. The Georgian people rejoice with you.#SlavaUkraini
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 11, 2022