სალომე ზურაბიშვილი – მივესალმები მოლაპარაკებებში კრისტიან დანიელსონის მედიატორად დანიშვნას, მოვუწოდებ ორივე მხარეს, ქვეყანა პირველ ადგილას დააყენონ და იმუშაონ დეპოლარიზაციის მისაღწევად
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში მედიატორად კრისტიან დანიელსონის დანიშვნას მიესალმება. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტი „ტვიტერზე“ წერს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მხარეებს შორის დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს.
„მივესალმები ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში კრისტიან დანიელსონის მედიატორად დანიშვნას. ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროპა საქართველოს სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის მუშაობას განაგრძობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორივე მხარეს, ქვეყანა პირველ ადგილას დააყენონ და იმუშაონ დეპოლარიზაციის მისაღწევად“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია საუბარი.
კრისტიან დანიელსონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირადი წარმომადგენლის მანდატი უმაღლეს ევროკომისარ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით მიანიჭა.
I welcome the appointment of @DanielssonEU to mediate talks between the gov and the opposition. This is a strong sign that Europe continues to work for stability and democratic development in 🇬🇪. I once again call on both sides to put country first and work toward depolarization.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 10, 2021