სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები ევროპული საბჭოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების შეხვედრას ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე
სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები ევროპული საბჭოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების შეხვედრას ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერების საქართველოში 19 ივლისისთვის დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„მოხარული ვარ, მივესალმო ევროპული საბჭოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების შეხვედრას ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით, 19 ივლისს ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევიან, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას შეუერთდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასოცირებული ქვეყნების ლიდერები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ლიდერთა შეხვედრა გაიმართება ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში.