სალომე ზურაბიშვილი – მივესალმები ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს სოციალური ქსელით ეხმაურება.
„მივესალმები ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ „არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები“.
თვალყურს ვადევნებ საარჩევნო რეფორმას, რათა შეტანილი იყოს უახლესი რეკომენდაციები“, – აღნიშნულია ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში 5 მარტს გამოაქვეყნა.
I welcome the @osce_odihr final report, confirming that the “elections were competitive and fundmental freedoms were respected”. I pay close attention to the electoral reform in order to include the latest recommendations.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 9, 2021