სალომე ზურაბიშვილი - მინდა ყველას მოვუწოდო, ამ წელს საქართველოში გაატარეთ შვებულება 
სალომე ზურაბიშვილი - მინდა ყველას მოვუწოდო, ამ წელს საქართველოში გაატარეთ შვებულება 

აჭარის მთავრობას დღეს პირველად შევხვდი და საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი ახალი საინვესტიციო პროექტებია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აჭარაში გარკვეული პრობლემები შეიქმნა ტურიზმის კუთხით, თუმცა რეალურად არ შემცირებულა ის მზარდი ტურიზმი, რომელიც რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო ამ შემთხვებით და ყველას მოვუწოდო, ამ წელს საქართველოში გაატარეთ შვებულება. ამ განცხადებას გავაკეთებ ძალიან მალე, მომავალ კვირას, როცა ჩამოვალ ბათუმში, სადაც მნიშვნელოვანი კონფერენცია გველოდება. ევროპასთან პარტნიორობის მეათე წელია, სადაც ჩამოვლენ ჩვენი პარტნიორები, ეს იქნება კიდევ ერთი ეტაპი საქართველოს დაახლოებისა ევროკავშირთან“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.