სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მთავარია, აღდგეს სამართლიანობის განცდა და ოჯახებს ყველა კითხვაზე ჰქონდეთ პასუხი

13:25, 04.06.2019

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აზრით, ყველაზე მთავარი და ერთადერთი არის, აღდგეს სამართლიანობის განცდა, ოჯახებს ჰქონდეთ ყველა კითხვაზე პასუხი და არ ჰქონდეთ არც ერთი კითხვა უსამართლობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დავით სარალიძის მკველელობის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწარაფიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

„მოდით, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. დაველოდოთ პროცესებს, მთავარია, სამართლიანობა აღდგეს“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დააკავა.

მსგავსი