სალომე ზურაბიშვილი მესტიის საგანძურის მცველებს ღირსების მედლით დააჯილდოებს
სალომე ზურაბიშვილი მესტიის საგანძურის მცველებს ღირსების მედლით დააჯილდოებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეგიონული კვირეულის ფარგლებში მეორე დღეა, სვანეთში იმყოფება.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მესტიაში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის მესტიის საგანძურის მცველებს ღირსების მედლით დააჯილდოებს.

დაჯილდოები სცერემონია ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრში გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

სალომე ზურაბიშვილი გუშინ მესტიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, ასევე „მესტია-ჭალა ჰესის“ მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.