სალომე ზურაბიშვილი  - მედიის წარმომადგენლებს გთხოვთ, გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე ცოტა ხანი მაინც, ვნახოთ, რამდენად მოუტანს ეს შვებას საზოგადოებას
სალომე ზურაბიშვილი - მედიის წარმომადგენლებს გთხოვთ, გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე ცოტა ხანი მაინც, ვნახოთ, რამდენად მოუტანს ეს შვებას საზოგადოებას

გთხოვთ, რომ გამოვაცხადოთ რაღაც მორატორიუმი სიძულვილის ენაზე თქვენს არხებზე ცოტა ხანი მაინც და ვნახოთ, რამდენად ეს შვებას მოუტანს ჩვენს საზოგადოებას, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში შედგა.

სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა საზოგადოებასაც, რომ თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან. 

„მორატორიუმზე პასუხს არ გთხოვთ. გიტოვებთ, როგორც თხოვნას. ყველასთვის არის ეს თხოვა, ასევე საზოგადოებასთან. ეს არის ჩემი დიდი, მოწიწებული მოთხოვნა ყველასადმი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი