სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

14:33, 16.11.2020

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„გილოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას. ჩვენს რეგიონში კიდევ ერთი ქალი პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვანია. მოუთმენლად ველი ერთობლივ თანამშრომლობას და ევროპისკენ საერთო გზის გავლას“, – წერს ზურაბიშვილი.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 100 პროცენტის დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა, რომელმაც ამომრჩეველთა 57,75 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა.

მსგავსი