სალომე ზურაბიშვილი - მაღალი დონის კორუფციას ადრეც ვუპირისპირდებოდი და ახლაც, როდესაც „ბადაგონს“ პრობლემა შეექმნა
სალომე ზურაბიშვილი - მაღალი დონის კორუფციას ადრეც ვუპირისპირდებოდი და ახლაც, როდესაც „ბადაგონს“ პრობლემა შეექმნა

როდესაც მაღალი დონის კორუფცია იყო, იმ დროსაც ვუპირისპირდებოდი და ახლაც დავუპირისპირდი, ძალიან ახლო წარსულში, როდესაც ერთ-ერთ დიდ საწარმო „ბადაგონს“ პრობლემა შეექმნა, – ასე უპასუხა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „დებატები 2018“-ში „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის კითხვას, შედის თუ არა კორუფცია იმ საკითხების ჩამონათვალში, რის გამოც ხელისუფლებას დაუპირისპირდება.

„როცა პრობლემა შეექმნა ერთ-ერთ დიდ საწარმოს, კერძოდ, ბადაგონს, მე ამ თემაზე ვისაუბრე პარლამენტში და თქვენგან ამაზე რაიმე რეაგირება არ მახსოვს. სხვათაშორის, რუსეთიდან იყვნენ ჩამოსული პირები, რომლებიც ედავებოდნენ და ეს საწარმო სრულიად უსამართლოდ გაჩერდა ისე, რომ სასამართლო ჯერ არ იყო ჩართული და დღეს არის. ამ საკითხზე პარლამენტში გამოსვლა და იმდროინდელ პრემიერთან მისვლა ჩემი პირადი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო.

მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის ერთ-ერთი მოვალეობაა, მისი კარი ღია იყოს ნებისმიერი ბიზნესისთვის. მოვალ იმისთვის, რომ პრეზიდენტმა დაიცვას ბიზნესი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.