სალომე ზურაბიშვილი - მადლობელი ვართ პარტნიორების, რომლებიც ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციაში დაგვეხმარნენ
სალომე ზურაბიშვილი - მადლობელი ვართ პარტნიორების, რომლებიც ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციაში დაგვეხმარნენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ ბრუნდებიან.

ზურაბიშვილი პროცესში დახმარებისთვის პარტნიორ ქვეყნებს მადლობას უხდის.

„ყველა ქართველი ქაბულიდან უსაფრთხოდ მოემართება სახლისკენ. მადლობელი ვართ ჩვენი ბრიტანელი, თურქი და ამერიკელი პარტნიორების, რომლებიც მათ ევაკუაციაში დაგვეხმარნენ. ჯერ კიდევ შემაშფოთებელი ვითარებით, სოლიდარობას გამოვხატავ ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც ევაკუაციის პროცესს ახორციელებენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.